ნინო გვენეტაძე:    ჩემი უპირველესი მიზანი მოსამართლის მანტიის ღირსების დაცვაა

ნინო გვენეტაძე: ჩემი უპირველესი მიზანი მოსამართლის მანტიის ღირსების დაცვაა

ჩემი უპირველესი მიზანი ამ პოზიციაზე, არის მოსამართლის მანტიის ღირსების დაცვა, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო გვენეტაძემ განაცხადა.

გვენეტაძემ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარდგენის გამო და აღნიშნა, რომ მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის რანგში წარდგენა საზოგადოების წინაშე მაღალი პასუხისმგებლობაა.

"საქართველოს პრეზიდენტისგან შემოთავაზებული დემოკრატიული და ღია პროცესი თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად, იყო ის ეფექტური და რეალური მექანიზმი, რომელმაც წარმოდგენილ ყველა კანდიდატს მისცა შესაძლოებლობა, დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი, ქვეყნის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად. ჩემი უპირველესი მიზანი ამ პოზიციაზე არის მოსამართლის მანტიის ღირსების დაცვა, მათი უფლებების უზრუნველყოფა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში", - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ურთულესი გამოწვევები, რომლის წინაშეც კანონის უზენაესობაზსა და ადამიანის უფლებების პრიორიტეტზე დამყარებული მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფა დგას, აუცილებლად საჭიროებს სასამართლო კორპუსის თანადგომასა და მხარდაჭერას.

"სასამართლო დამოუკიდებელი მართლსაჯულების სისტემის განხორციელების ფონზე უნდა მოჩანდეს, როგორც მაღალი იდეალების ერთგული. ყოველი მოსამართლე ვალდებულია, იზრუნოს მიუკერძოებელი მართლმსაჯულების შექმნაზე და მოსახლეობის ნდობის ამაღლებაზე", - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო გვენეტაძემ.