პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძე დაასახელა

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძე დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა. ნინო გვენეტაძე სამართალმცოდნე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. გვენეტაძეს, რამდენიმე მოსამართლესთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს უფლებამოსილება შეუწყვიტეს.

ამასთან, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვენეტაძეს კოალიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატად განიხილავდა. ამ ინფორმაციას 2012 წელს გვენეტაძე არც უარყოფდა და არც ადასტურებდა.

ნინო გვენეტაძე საქართველოს პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ წარუდგინა. წარმდგენებს შორის არიან: 1. არასამთავრობო ორგანიზაციები: "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ალეკო ცქიტიშვილი, "საზოგადოებრივი დამცველი" ირინა ფუტკარაძე, "ახალგაზრდები სამართლიანობისთვის"

თამარ გაბიანი, "მედიის ინსტიტუტი"-ირმა მამასახლისი, "იურისტ ქალთა კავშირი" ნუცა კობალავა.

2. "გენდერული თანასწორობის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, თამარ კუჭავა.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "ახალგაზრდა ადვოკატები", ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი.

4. თ.წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ოთარ გამყრელიძე

5. არასამთავრობო არამომგებიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი, აღმასრულებელი დირექტორი, ლია მუხაშავრია

იურისტ ქალთა კავშირის გამგეობის წევრი, ელენე ქაიხოსროშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე სულ 36 პირი წარადგინეს, თუმცა აქედან რვამ კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა.

პირად წარდგინებაზე უარი განაცხადეს: თინათინ ხიდაშელმა, დარეჯან გოგიბერიძემ, ნუნუ კვანტალიანმა, დავით მამისეიშვილმა, დავით სულაქველიძემ, იური ტაბუცაძემ, ნათია წკეპლაძემ და ლადო ჭანტურიამ.

28 პრეტენდეტს შორის კი იყვნენ: დავით ასათიანი, მამუკა ახვლედიანი, ირაკლი ბურდული, მერაბ გაბინაშვილი, გოჩა გოგიშვილი, ნინო გვენეტაძე, ევა გოცირიძე, ანა დოლიძე, ინგა თოდრია, ავთანდილ კახნიაშვილი, დავით კოღუაშვილი, ალექსი კობაიძე, კობა კობახიძე, თამარ ლალიაშვილი, გია მეფარიშვილი, როინ მიგრიაული, მამუკა მდინარაძე, ნოდარ მილაძე, ლევან მურუსიძე, მურმან ქამადაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, მადონა ღიბრაძე, შალვა შავგულიძე, მარიამ ცისკაძე, მარინე ჭყონია, რომული ჯაფარიძე, თეიმურაზ ჯორბენაძე და გიორგი ჯუღელი.

უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსლების ვადა 23 თებერვალს ეწურება.