იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე მიწისძვრა მოხდა

იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე მიწისძვრა მოხდა

იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. 

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. იაპონური მედიის ინფორმაციით, ივატეს პრეფექტურაში ცუნამის საშიშროება გამოცხადდა. ამ დროისთვის რეგიონის სანაპირო ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.