ე.წ. მატროსოვის ციხეში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ახალაიას, მერაბიშვილს და უგულავას მოინახულებს

ე.წ. მატროსოვის ციხეში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ახალაიას, მერაბიშვილს და უგულავას მოინახულებს

ე.წ. მატროსოვის ციხეში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტის ესპანეთის პარლამენტის წევრი პედრო აგრამუნტი რამდენიმე პირს ხვდება. 

არსებული ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტად მყოფი აგრამუნტი მატროსოვის ციხეში გაესაუბრება ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას და ირაკლი ფირცხალავას, რომლებიც აღნიშნულ დაწესებულებაში არიან მოთავსებული. 

პედრო აგრამუნტს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.