თვის ბოლოს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი - ირმა ინაშვილი მოქმედ ხელისუფლებაში იმ ჩინოვნიკების სიის გამოქვეყნებას გეგმავს, რომელიც მისი თქმით- წინა ხელისუფლების დროს დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადიოდნენ.
როგორც ინაშვილმა „პრაიმ ტაიმ“-თან ინტერვიუში განაცხადა, მის სიას უკვე გამოაკლდნენ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები- ზუმბაძე და გრიგალაშვილი, თუმცა მიუხედავად ამისა სია სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. ინაშვილი ამბობს, რომ ამ სიაში ზოგი ცნობილია, ზოგი- ნაკლებად ცნობილი და ძალოვნების გარდა ამ სიაში სხვა სამინისტროს თანამშრომლებიც არიან. „ძალოვანი უწყებების გარდა სხვა სტრუქტურა თუ გაინტერესებთ მე თვითონ - ყველაზე მეტი არა, მაგრამ საკმაოდ დიდი რაოდენობა ასეთი ადამიანების შემოსავლების სამინისტროშია.“- აცხადებს ინაშვილი „პრაიმ-ტაიმ“_თან ინტერშიუში.
234
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85