ვაშინგტონი პრორუს მებრძოლებს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ვაშინგტონი პრორუს მებრძოლებს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ვაშინგტონი რუსეთსა და პრორუს მებრძოლებს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ჯენ პსაკი აცხადებს. მისივე თქმით, აშშ აკვირდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და შეშფოთებულია ქალაქ დებალცევოში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო. 

უკრაინის მთავრობის განცხადებით, ქვეყნის არმიის პოზიციებზე პრორუსი მებრძოლები იერიშს არ წყვეტენ. დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელი ედუარდ ბასურინი კი ამტკიცებს, რომ ცეცხლს უკრაინელი სამხედროები ხსნიან.