გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილეს

გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილეს

გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელების საკითხი სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ განიხილეს. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. 
ამასთან, ანგელა მერკელმა, ვლადიმერ პუტინმა და პეტრო პოროშენკომ, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაში, ეუთო-ს მისიის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს; საუბრის სხვა დეტალები უცნობია. მანამდე კი, საფრანგეთისა და გერმანიის პირველმა პირებმა შეშფოთება გამოხატეს ქალაქ დებალცევოსთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო. 

დონბასში 15 თებერვალს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუხედავად, დებალცევოში კვლავ სროლის ხმა ისმის. უკრაინის არმიაში აცხადებენ, რომ ვიდრე "ბოევიკები" ბრძოლას არ შეწყვეტენ, უკრაინული მხარე კონფლიქტის ზონიდან სამხედრო ტექნიკას არ გაიყვანს.