პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი 12:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება. 

პრესკონფერენციის თემაზე ოფიციალური კომენტარი არ ვრცელდება, თუმცა არსებული ინფორმაციით,  საქართველოს პრეზიდენტი  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს დაასახელებს.