ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე გუშინ მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოკლულია 23 წლის მამაკაცი. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არსებული მონაცემებით, გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელდა. გავრცელებული ცნობით, მოკლული ახალგაზრდა წარსულში ნასამართლევია.