ლუკა კურტანიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხზე კომიტეტი დღეს იმსჯელებს

ლუკა კურტანიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხზე კომიტეტი დღეს იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს ლუკა კურტანიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელებს. 

კურტანიძისთვის მანდატის მინიჭების საკითხი პარლამენტში უკვე შესულია და, არსებული ინფორმაციით, მის უფლებამოსილებას ცნობას კანონმდებლები მიმდინარე კვირაში, პლენარულ სხდომაზე დაუჭერენ მხარს. 

ამასთან, ახლო მომავალში პარლამენტს კიდევ ერთი ახალი წევრის, ეკა ხერხეულიძისთვის მოუწევთ უფლებამოსილების ცნობა, რომელიც დეპუტატის რანგში დავით საყვარელიძის შეცვლის. 
ლუკა კურტანიძე თამაზ ავდალიანის ადგილმონაცვლეა, რომელიც ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.