ეს პრინციპული ბრძოლაა ივანიშვილისა ექსპერტებთან...მე ექსპერტი ვარ...

ეს პრინციპული ბრძოლაა ივანიშვილისა ექსპერტებთან...მე ექსპერტი ვარ...

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას ქართევლი ექსპერტები ეხმაურებიან. რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ივანიშვილი ვერასოდეს მიიღებს ისეთ სურათს, რომ ექსპერტმა ილაპარაკოს ისე, როგორც მეხოტბემ. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არ იცის, როგორი ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს არც მედიასთან და არც ექსპერტებთან, რასაც პოლიტიკური გამოცდილება სჭირდება. საყვარელიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის კრიიტიკა არის "პრინციპული ბრძოლა ივანიშვილისა ექსპერტებთან". საყვარელიძე ივანიშვილის განცხადებებს მუქარად აფასებს.

“როგორც წესი ივანიშვილი ებრძვის იმ ექსპერტებს, რომლებიც მის პოზიციას იზიარებენ. იმ განსხვავებით, რომ თვითონ ხელისუფლება ყოველთვის მოსწონს და ამ ექსპერტებს შეიძლება, შეინიშვნები ჰქონდეთ. ეს შენიშვნებიც, რიგ შემთხვევებში, არ უნდა. მე, ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი ექსპერტი ვარ ივანიშვილის ყურადღების თვალსაზრისით, პირველი წერილი რომ დაწერა, კამათი პერსონალურად ჩემთან იქიდან დაიწყო, რითაც მე მოხიბლული ვიყავი, იმიტომ რომ მეკამათებოდა იმას, რომ რომელიმე ერთი მხარე მკაფიოდ უნდა დაიკავოო. მე ექსპერტი ვარ და რომელიმე ერთი მხარის დაკავება არ შეიძლება. ამას ვერ ხვდებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ივანიშვილის თამადობით, რომ თუ გინდა შენს სიტყვას ენდონ, ცალმხრივი ეს სიტყვა არ უნდა იყოს. მარტო "ნაციონალების" გინებით და "ოცნების" ქებით ხელისუფლების ნდობის მოპოვება შეიძლება, მაგრამ მსმენელის და მაყურებლის – ნაკლებად. ამას გრძობს ყველა ექსპერტი. ამიტომ პრინციპში, ეს პრინციპული ბრძოლაა ივანიშვილისა ექსპერტებთან. ის ვერასოდეს მიიღებს ისეთს სურათს, რომ ექსპერტმა ილაპარაკოს როგორც მეხოტბემ, მაშინ ის დაკარგავს თავის, როგორც ექსპერტი რეიტინგს. მე მეჩვენება, რომ ივანიშვილს სურს, რომ ექსპერტებმა ილაპარაკონ, როგორც მეხოტბეებმა. ამ დროს ეს ის ექსპერტები ვართ, რომლებიც დღესაც იძახიან, რომ ივანიშვილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა დღეს პოლიტიკურ სივრცეში, შესანარჩუნებელი ფიგურა. თუ რამე შეცდომა მოსდის "ქართულ ოცნებას", ისევ ივანიშვილის გამოსასწორებელია და ამ პროცესს უკვე ვხედავთ. ოღონდ თქვას იმ კაცმა, რომ ეს შეცდომა იყო, ეს მხოლოდ მოუხდება ნებისმიერ პოლიტიკოსს. თუ გრძნობ, რომ გაკრიტიკებენ, ყოველთვის სასურველია, რომ ამ კრიტიკას დაასწრო და შენივე რეცეპტი თქვა სიტუაციის გამოსასწორებლად, მაგრამ იმის მუქარა, რომ გავარკვევთ, ვინ არიან _ ვინცა ვართ, აგერ ვართ და ყოველთვის ღია ვართ ის ექსპერტები, რომლებიც ამ შემთხვევაში, იგულისხმება", - განაცხადა საყვარელიძემ.