ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციის გახსნას დაესწრო

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციის გახსნას დაესწრო

მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენცია, სლოგანით "დარღვეული წესრიგი" ოფიციალურად გაიხსნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მიუნხენში, საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, 20 ქვეყნის მეთაური, 60-ზე მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, 400-ზე მეტი წამყვანი პოლიტიკოსი და ექსპერტი იმყოფება.

მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის დღის წესრიგის მთავარი საკითხებია საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა, უკრაინის კრიზისი, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია და დევნილებთან დაკავშირებით შექმნილი გლობალური პრობლემა.

მიუნხენის კონფერენცია, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნების "თავდაცვის უწყებათა წარმომადგენლების სხდომა", 1962 წელს დაარსდა და იგი ამჟამად საერთაშორისო ფორუმს წარმოადგენს.