კრემლში პუტინი-მერკელი-ოლანდის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო

კრემლში პუტინი-მერკელი-ოლანდის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო

მოსკოვში, კრემლში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო.

პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრას მხოლოდ პირველი პირები ესწრებიან და მასში არ მონაწილეობენ არც დელეგაციის წევრები და არც ექსპერტები.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები მოსკოვში კონკრეტული გეგმით არიან ჩასული. თუმცა, აღნიშნული გეგმის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მოსკოვში ჩასვლამდე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არ იცის, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიიღწევა, თუ არა დაზავების თაობაზე შეთანხმება.