მოსკოვში პუტინთან შესახვერდად ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი ჩავიდნენ

მოსკოვში პუტინთან შესახვერდად ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი ჩავიდნენ

საფრანეგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსკოვში ჩაფრინდნენ, სადაც უკრაინის კრიზისის დარეგულირების შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ "ტასი" იუწყება.

მერკელი და ოლანდი მოსკოვში ჩასვლამდე კიევში იმყოფებოდნენ, სადაც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან მოლაპარაკებები გამართეს.

საფრანგეთის პირველი პირის განცხადებით, მოსკოვში, გერმანიის კანცლერთან ერთად, გარკვეული შეთავაზებები ჩაიტანეს. თუმცა, მათი ახალი ინიციატივების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.