“დარღვეული წესრიგი” - მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა

“დარღვეული წესრიგი” - მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა

გახსნით სესიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

მიუნხენში, საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, 20 ქვეყნის მეთაური, 60-ზე მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, 400-ზე მეტი წამყვანი პოლიტიკოსი და ექსპერტი იმყოფება.

მიუნხენის 51- ე უსაფრთხოების კონფერენციის დღის წესრიგის მთავარი საკითხებია - საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა, უკრაინის კრიზისი, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია და დევნილებთან დაკავშირებით შექმნილი გლობალური პრობლემა.

მიუნხენის კონფერენცია, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნების "თავდაცვის უწყებათა წარმომადგენლების სხდომა", 1962 წელს დაარსდა და იგი ამჟამად საერთაშორისო ფორუმს წარმოადგენს.