აშშ-ის მთავარმა ექიმმა აღიარა, რომ სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას გამოყენება შესაძლებელია

აშშ-ის მთავარმა ექიმმა აღიარა, რომ სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას გამოყენება შესაძლებელია

ვივექ მურსის განცხადებით, არსებობს წინასწარი მონაცემები იმის შესახებ, რომ გარკვეული მდგომარეობისა და სიმპტომების შემთხვევაში მარიხუანა შესაძლოა, სასარგებლო იყოს.

CBS წერს, რომ ეს განცხადება საკითხისადმი ვაშინგტონის პოზიციის სავარაუდო ცვლილებაზე მიანიშნებს.

ფედერალურ დონეზე აკრძალვის მიუხედავად, მარიხუანა სამედიცინო მიზნებისთვის ლეგალიზებულია აშშ-ის 23 შტატსა და კოლუმბიის ფედერალურ ოლქში. მარიხუანა ლეგალიზებულია სარეკრეაციო მიზნებისთვის 4 შტატში, მათ შორის კოლორადოსა და ალასკაში.