"ვერ ნახავთ სხვა ქვეყანას, სადაც ამდენი პოლიტიკური ლიდერი ციხეში ატარებდეს დროს"

ლიტვის ყოფილი პრემიერი ანდრიუს კუბილიუსი იმ გზავნილებზე საუბრობს, რომელიც მან საქართველოში გამართულ შეხვედრების დროს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გააჟღერა.

ლიტვის სეიმის წევრის განცხადებით, მან თავის კოლეგა აუდრონიუს აზუბალისთან ერთად ორი დღის განმავლობაში შეხვედრები გამართა, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

კუბილიუსი ეკონომიკური მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ ქვეყანა ამით არ უნდა დაკმაყოფილდეს. ლიტვის სეიმის უმცირესობის ლიდერმა ყურადღება შიდაპოლიტიკლურ ბრძოლაზე გაამახვილა, რაც მისი თქმით, ქვეყნის იმიჯზე ცუდად მოქმედებს. როგორც კუბილიუსმა აღნიშნა, ის შეეცადა შეხვედრებზე მხარეებისთვის ამ მიმართულებით რჩევები მიეცა.

"ევროკავშირში ინტეგრაცია და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია, ევროპული პოლიტიკური კულტურის არსებობასაც მოითხოვს, რასაც კანონი არ არეგულირებს და ის დამოკიდებულია ყველა პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაზე, რომელიც საქართველოში საქმიანობს. ეს იყო ჩვენი გზავნილი. ევროპაში შეგიძლიათ ნახოთ ქვეყნები, სადაც მაგალითად, ყოფილი მინისტრები კონკრეტული კორუფციული დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, მაგრამ ვერ ნახავთ სხვა ქვეყანას, სადაც ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ოპოზიციიდან დროს ციხეში ატარებდეს", - ანდრიუს კუბილიუსმა.

ცნობისთვის, ლიტვის სეიმის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. მათ შემაჯამებელი პრესკონფერენცია ლიტვის საელჩოში გამართეს.