უკრაინაში მიწისძვრა მოხდა

უკრაინაში მიწისძვრა მოხდა

უკრაინაში, პოლტავას ოლქში 4.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გადიაჩიდან 35 კილომეტრში იყო. დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფომაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.