2015 წლის პირველი მარტიდან რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში საერთაშორისო პასპორტის გარეშე შესვლის უფლება აღარ ექნებათ.
"ბიბისის" ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დღეს მიიღო. შესაბამის ბრძანებას უკრაინის პრემიერმა, არსენი იაცენიუკმა ხელი უკვე მოაწერა. ამ დრომდე რუსეთის მოქალაქეებს მხოლოდ ეროვნული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენებით შეეძლოთ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა.