ირაკლი ფირცხალავას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ირაკლი ფირცხალავას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

როგორც "პირWელს" კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის ადვოკატმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და შესაბამისად დადგენილების ოქმს ხელი არ მოაწერა.

ფირცხალავას გამოძიება განზრახ მკვლელობის ორგანიზებას დამამძიმებელ გარემოებებში და მტკიცებულებების გაყალბების ორგანიზებას ედავება. კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის გარდა ბრალი ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელებსაც წაუყენეს.

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე გახსნა. საქმესთან დაკავშირებით 11 პირია დაკავებული, ერთი კი მიმალვაში იმყოფება. საქმეზე გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით  გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.