დღეს მთავარია, რა გზავნილებით ჩამოდის ლუკაშენკო საქართველოში

დღეს მთავარია, რა გზავნილებით ჩამოდის ლუკაშენკო საქართველოში

საინტერესოა, ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში ჩამოდის როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერი, თუ როგორც უკვე ევრაზიის კავშირის წევრი ქვეყნის ლიდერი, - ამის შესახებ ექპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, ლუკაშენკო, თავისი ექსტრაორდინალურობის მიხედავად, არის პრეზიდენტი, რომელის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მოღვაწეობის ბოლო წლებში.

"ლუკაშენკო არის ის პრეზიდენტი, რომლის მხარდაჭერის მოპოვებასაც რუსეთის გასანეიტრალებლად და რუსეთის პოზიციის შესასასუტებლად რეგიონში დღეს ცდილობს დასავლეთი. მოგეხსენებათ, პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მტრები და მეგობრები, არსებობენ ინტერესები ამა თუ იმ ქვეყნიდან. თუკი დასავლეთი დღეს ცდილობს, დიალოგში შევიდეს ლუკაშენკოსთან, რათა სრულად აითვისონ და გამოიყენონ ბელორუსი, როგორც რუსეთის პოზიციების განეიტრალების ერთ-ერთი ბერკეტი, რატომ არ შეიძლება ბელორუსის პრეზიდენტი საქართველოში მივიღოთ", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, დღეს მთვარიაა, რა გზავნილებით ჩამოდის ლუკაშენკო საქართველოში.

"ძალიან საინტერესოა, ლუკაშენკო ამ შემთხვევაში ჩამოდის როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერი, თუ როგორც უკვე ევრაზიის კავშირის წევრი ქვეყნის ლიდერი, მოაქვს თავისი მესიჯები, თუ მოაქვს რუსეთის ხელისუფლების მესიჯები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ვიზიტისას და არა იმაზე საუბარი, ეს კაცი რა დოზით დიქტატორია და რა დოზით ექსტრავაგანტული", - განაცხადა ლაგაზიძემ.

ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს სავარაუდოდ აპრილში ეწვევა.