გურჯაანის სასამართლო პატიმრის გაპარვაზე პასუხისმგებლობას არ იღებს

გურჯაანის სასამართლო პატიმრის გაპარვაზე პასუხისმგებლობას არ იღებს

პატიმრის გაპარვაზე გურჯაანის სასამართლო პასუხისმგებლობას არ იღებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, პატიმარი იმ დროს გაიპარა, როდესაც იგი ბრალმდებლის, ამ შემთხვევაში პოლიციის დაქვემდებარებაში იყო. 

პოლიციას გურჯაანის სასამართლოდან პატიმარი გაეპარა. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები გაქცეული პატიმრის დაკავების მიზნით. 

შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელების ბრალეულობის დადგენის მიზნით, პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს. 

არსებული ინფორმაციით, პატიმარი სასამართლოდან მას შემდეგ გაიპარა, რაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. 

პატიმარ დიმიტრი ხაჩიაშვილს, რომელიც სოფელ ველისციხიდან არის, ბრალი ადამიანის ცივი იარაღით დაჭრაში ედება.

მის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ პროცესს მოსამართლე ხინაშვილი თავმჯდომარეობდა.