პოლიცია სასამართლოს დარბაზიდან გაპარულ პატიმარს ეძებს

პოლიცია სასამართლოს დარბაზიდან გაპარულ პატიმარს ეძებს

პოლიციას სასამართლო დარბაზიდან პატიმარი გაეპარა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები გაქცეული პატიმრის დაკავების მიზნით. 

ამასთან შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელების ბრალეულობის დადგენის მიზნით, პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს. 

არსებული ინფორმაციით, პატიმარი სასამართლო დარბაზიდან მას შემდეგ გაიპარა, რაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. 

ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ თავდაპირველად კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.