ჰერბერტ ზალბერი განმარტებას სავარაუდოდ, თბილისში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს

ჰერბერტ ზალბერი განმარტებას სავარაუდოდ, თბილისში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში დღეს ჩამოვა.

როგორც "პირWელს" ზალბერის წარმომადგენელმა განუცხადა, ევროკავშირის წარმომადგენელს თბილისში შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰერბერტ ზალბერმა ოკუპირებულ აფხაზეთში ევროკავშირის ოფისის გახნის შესაძლებლობაზე ისაუბრა. 

"აპსნიპრესი" წერს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩისლავ ჩირიკბასთან კონსულტაციებისას ზალბერი სოხუმში ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის ოფისის გახსნის შესაძლებლობით დაინტერესდა, რათა თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან კოლეგებთან კონტაქტის შესაძლებლობა გაჩნდეს.

ამ თემაზე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრაზეც ისაუბრა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ჰერბერტ ზალბერმა განაცხადა, რომ მას გალის რაიონის გარდა, გაგრისა და ბიჭვინთის მონახულების საშუალება მიეცა, გარდა ამისა, იგი გალის რაიონში ევროკავშირის პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა.