20 თებერვლამდე მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი მზად უნდა იყოს

20 თებერვლამდე მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი მზად უნდა იყოს

პრემიერის დავალებით, 20 თებერვლამდე კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი მზად უნდა იყოს, რომლის განხილვა და დამტკიცება საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მოხდება

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მთიანი რეგიონების სტატუსსა და მთის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მაღალმთიანი რეგიონების შესახებ  კანონზე მუშაობის პროცესში ჩართულნი არიან როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

კანონის მთავარი პრიორიტეტი მთიანი სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება და ადგილზე ეკონომიკური  განვითარების ხელშეწყობა იქნება.