"ამნესთი ინთერნეიშენალი" - 5 დღის განმავლობაში დონბასში 25-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

საერთაშორისო ორგანიზაცია "ამნესთი ინთერნეიშენალის" მონაცემებით, ბოლო 5 დღის განმავლობაში დონბასში 25-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მოსახლეობაზე თავდასხმებს ომის დანაშაული შეიძლება ეწოდოს. 

"ამნესთი ინთერნეიშენალმა" შეაგროვა სამხილები, რომლის მიხედვითაც მშვიდობიანი მოქალაქეები როგორც "ბოევიკების", ასევე უკრაინელი სამხედროების მხრიდან თავდასხმების შედეგად იღუპებიან. 
"სამხილები მოქალაქეებზე თავდასხმის საზარელ შედეგებს გვიჩვენებს. დაპირისპირებული მხარეები რაკეტებსა და ნაღმებს მჭიდროდ დასახლებულ ადგილებშიც ისვრიან", - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჯონ დალჰუზენმა.