ლუგანსკში დაბომბვის შედეგად, ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ლუგანსკში დაბომბვის შედეგად, ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ლუგანსკის ოლქში გასულ ღამეს, დაბომბვის შედეგად, ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ამის შესახებ რეგიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ანატოლი ნაუმენკო იტყობინება. 

"ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქალაქ პაპასნაში "ბოევიკების" თავდასხმას რვა ადამიანი შეეწირა, ხოლო 6 დაიჭრა. გუშინ კი ცეცხლი "გრადის" ტიპის სისტემებიდან გახსნეს. შედეგად ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთი საცხობში" , - განაცხადა ნაუმენკომ. 

ამას გარდა, ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი იტყობინება, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქალაქ პაპასნაში პრორუსი მებრძოლების მხრიდან ცეცხლი არ წყდება.