გერმანია უკრაინას სამხედრო იარაღით არ დაეხმარება

გერმანია უკრაინას სამხედრო იარაღით არ დაეხმარება

გერმანია უკრაინას სამხედრო იარაღით არ დაეხმარება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუდაპეშტში ვიზიტის დროს განაცხადა. 

მისივე თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ მოგვარდება, ვითარების დასტაბილურებისთვის კი საჭიროა მინსკის შეთანხმების მიხედვით მოქმედება და ცეცხლის შეწყვეტა. 

სწორედ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით 9 თებერვალს ვაშინგტონში მერკელი და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეხვედრას გეგმავენ. აღნიშნულ ინფორმაციას "ესოშიეტიდ პრესი" თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.