გზაზე, სადაც თურქეთის პრეზიდენტის კორტეჟს უნდა გაევლო, აფეთქება მოხდა

გზაზე, სადაც თურქეთის პრეზიდენტის კორტეჟს უნდა გაევლო, აფეთქება მოხდა

ანკარაში, იმ გზაზე, რომელზეც თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის კორტეჟს უნდა გაევლო, ორი ასაფეთქებელი ამოქმედდა. 

გამოცემის "Todays Zaman" ცნობით, ქალაქის ცენტრში ორი აფეთქება მოხდა, მათ შორის ერთი ასაფეთქებელი კორტეჟის გავლამდე ნახევარი საათით ადრე, მეორე კი 15 წუთის შემდეგ ამოქმედდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც პლასტიკურ ბოთლში იყო მოთავსებული და არ ამოქმედდა. 

გამოცემის ცნობით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თუმცა, პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პრეზიდენტის კორტეჟის გზაზე არავითარი აფეთქების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და კომენტარისგან თავი შეიკავეს.

ცნობილია, რომ ერდოღანის კორტეჟზე თავდასხმა რამდენჯერმე განხორციელდა - მათ შორის 2011 წელს მისი ესკორტის პოლიციის მანქანაზე, 2013 წელს კი უცნობმა პირებმა მისი კორტეჟის დაცვის წევრებს ავტომატური იარაღიდან ესროლეს.