თბილისში დილიდან ძლიერი დაკვამლიანებაა

თბილისში დილიდან ძლიერი დაკვამლიანებაა

დილიდან ძლიერი დაკვამლიანებაა თბილისში. კვამლი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან, ლოტკინის დასახლების მხარიდან მოდის. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ლოტკინზე ცეცხლი საბურავებს უკიდია.

სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავს ფაქტებს ადგილი ხშირად აქვს.