თეთრმა სახლმა შესაძლოა, უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე გადაწყვეტილებას გადახედოს

თეთრმა სახლმა შესაძლოა, უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე გადაწყვეტილებას გადახედოს

დონბასში კონფლიქტის ესკალაციამ თეთრი სახლი აიძულა, გადახედოს საკუთარ დამოკიდებულებას უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე. 

"ცენზორ.ნეტ"-ის ცნობით, ამის შესახებ "ასოშიეითიდ პრესი" თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. წყაროს განცხადებით, პრეზიდენტი ბარაქ ობამა შეშფოთებულია უკრაინის არმიის თავდაცვისუნარიანობის მდგომარეობით და შიშობს, რომ კიევი ვერ შეძლებს აღმოსავლეთ უკრაინაში საკუთარი ინტერესების დაცვას. 

სააგენტოს წყარო ასევე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ამერიკის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან კონსულტაციებს გეგმავს. ცნობილია, რომ 9 თებერვალს ბარაქ ობამა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება.