პროექტი საქართველოში შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის გაუმჯობესებას გულისხმობს.
როგორც "პირWელს" ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, პროექტი საქართველოს მთავრობის, ბიზნესისა და პროფკავშირებს დიალოგს შეუწყობს ხელს.
"ამ პროექტის მეშვეობით, ეს სამი ძირითადი მოთამაშე გააუმჯობესებს საკუთარ უნარს, განახორციელოს უფრო ეფექტური მოლაპარაკებები შრომითი ურთიერთობების, მშრომელთა უფლებებისა და საწარმოების ინტერესებს საკითხებზე.
სტაბილური და ჰარმონიული შრომითი ურთიერთობი ასევე შეიქმნება საქართველოს მთავრობის,
დამსაქმებელთა და მშრომელთა ორგანიზაციებს მხარდაჭერით ტრენინგების, საკონსულტაციო მომსახურების, და ისეთ საკვანძო საკითხეზე სემინარების მეშვეობით, როგორიაა მოლაპარაკებების უნარები, შრომის საერთაშორისო სტანდარტები, ინდუსტრიული ურთიერთობები, პროფკავშირების ორგანიზებისა და წარმომადგენლობითობის გაუმჯობესება",- აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
ევროკავშირი ოცდაათი თვის განმავლობაში, 400.000 ევროს გამოყოფს, ხოლო პროექტი
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ განხორციელდება.