ბელორუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტზე მუშაობა მიმდინარეობს

ბელორუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტზე მუშაობა მიმდინარეობს

ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის შესახებ მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის განხორციელებაზე შემოთავაზება იყო ბელორუსის მხრიდან და მას შემდეგ ამ ვიზიტზე მუშაობა არ შეჩერებულა. საგარეოში უწყებაში ლუკაშენკოს ვიზიტის თარიღს ჯერ  არ აკონკრეტებენ.

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ბელორუსის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლეონიდ ზაიაცის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

"მნიშვნელოვანი ვიზიტი აპრილში იგეგმება", - განაცხადა ბელორუსმა მაღალჩინოსანმა საქართველო-ბელორუსის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელიც ეკონომიკურ თანამშრომლობას მიეძღვნა.