გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი აპრილში შედგება

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი აპრილში შედგება

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ბელორუსის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლეონიდ ზაიაცის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

"მნიშვნელოვანი ვიზიტი აპრილში იგეგმება", - განაცხადა ბელორუსმა მაღალჩინოსანმა საქართველო-ბელორუსის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელიც ეკონომიკურ თანამშრომლობას მიეძღვნა.