დაკავებულების ნაწილი ადვოკატებმა უკვე მოინახულეს ე.წ. მოდულის შენობასა და თბილისის მთავარ სამმართველოში. როგორც კახაბერ ნაკანის ადვოკატი კახა შონია აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
ამასთან, დაკავებულ დავით ალელიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ბრალს არ აღიარებს არც დავით ალელიშვილი.
"დავით ალელიშვილს ბრალი წარდგენილი არ აქვს, თუმცა ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. ჩვენ ველოდებით მტკიცებულებებს, მას შემდეგ, რაც მტკიცებულებებს გადმოგვცემენ, დავიწყებთ ბრძოლას სამართლებრივად",- განაცხადა დარეჯან გილიშვილმა
შეგახსენებთ, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე 10 პირია დაკავებული. დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორებში იმყოფებიან.