"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები ამ წუთებში პარტიის ოფისში ლიტვის სეიმის წევრებს ხვდებიან. შეხვედრაზე ლიტვის სეიმის წევრები , კერძოდ, ევროპის კომიტეტის წევრი, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრინიუს აჟუბილისი და საერთაშორისო მდივანი, ლიტვის "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის წევრი გინტარე ნარკევიჩიუტე იმყოფებიან.
შეხვედრაზე მათთან ერთად არის ასევე ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი. "თავისუფალი დემოკრატების" მხრიდან ლიტვის სეიმის წევრებს პარტიის ლიდერები მაია ფანჯიკიძე და ვიქტორ დოლიძე შეხვდნენ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარისას მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, მათი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციისა. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იქნება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, გამოწვევებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატალანტიკურ ინტეგრაციაზე, "თავისუფალი დემოკრატების" გეგმებსა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.