"ეი-პი-ემ ტერმინალს ფოთის" ტერიტორიაზე არსებული გადასასვლელი ხიდი ჩამოინგრა და მანქანას დაეცა. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორეპონდენტი იუწყება, ფოთის პორტი მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა პირად საუბარში აცახდებენ, რომ ხიდის ჩამონგრევა მაშინ მოხდა, როცა ტერიტორიაზე კერძო კომპანიის მძიმეწონიან მანქანას (ტრაილერს) გაბარიტული ტვირთი გადაჰქონდა.