დარგობრივი ეკონომიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ხმაურით მიმდინარეობს.
კომიტეტის წევრებს, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისა და ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შორის კამათის საგანი მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებია, რომლის საფუძველზეც სარეკლამო და სასპონსორო რგოლების ტელეეთერში განთავსებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები და შეზღუდვები წესდება.
ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილეს. როგორც ტელეკომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, იმის მიუხედავად, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში მიღწეული იყო შეთანხმება, მათი მოთხოვნების კანონპროექტში ასახვის შესახებ, განხილვა აჩვენებს, რომ ეს რეალურად არ ხდება. აღნიშნულ თემაზე დებატები ამ წუთებში მიმდინარეობს.