"უნდა დავეხმაროთ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც რეალურად, ებრძვიან ტოტალიტარიმზს"

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა ატლანტიკურ საბჭოში გამართულ დისკუსიაზე ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა უკრაინის კრიზისზე, როგორც უდიდეს გამოწვევაზე ისაუბრა და უკრაინის მხარდაჭერის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, ეკონომიკის განვითარების დაუყონებლივი დახმარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.   

"უნდა გავაკეთოთ რაც შეგვიძლია და გავაგრძელოთ ჩვენი პროგრამები, გავაძლიეროთ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და ვეცადოთ, რომ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, დავეხმაროთ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც რეალურად, ებრძვიან ტოტალიტარიმზს",-განაცხადა რინკევიჩსმა.