ზუგდიდში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, სადაც ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაცია გააპროტესტეს, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, არიან დაშავებულებიც, მათ შორის პოლიციელი. წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, დაკავებულია აქციის ორი მონაწილე.

საპროტესტო აქცია ბაჩო ახალაიას წიგნის "სოხუმი - ჩემი იერუსალიმიას" პრეზენტაციის პარალელურად გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა და იმ შენობაში შეჭრა, სადაც წიგნის პრეზენტაცია მიმდინარეობდა. პოლიციამ მათ შენობასთან მიახლოების საშუალება არ მისცა, რამაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.