„თავისუფალი დემოკრატები“ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

„თავისუფალი დემოკრატები“ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

დღეს,"თავისუფალი დემოკრატებმა" შეხვედრა ზესტაფონში გამართეს. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებმა მოსახლეობისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს, იმ მწვავე პრობლემების შესახებ, რომელიც რაიონს და ქალაქს აწუხებს. შეხვედრაზე, ადგილობრივებმა ძირითადად, კატასტროფულ ეკოლოგიურ პრობლემებზე, უმუშევრობის მაღალ დონეზე და ეკონომიკურ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.

დღევანდელ შეხვედრას ირაკლი ალასანიასთან ერთად ალექსი პეტრიაშვილი, ზურაბ აბაშიძე, გია ცაგარეიშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ცაგარეიშვილი 3 თებერვალს ჩანიშნულ საგაზაფხულო სესიის, კომიტეტის პირველივე სხდომაზე, მწვავედ დააყენებს ზესტაფონის ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის საკითხს.

თავის მხვრივ, ირაკლი ალასანიამ და "თავისუფალი დემოკრატების" სხვა წევრებმა, მოსახლეობას ის საკითხები გააცნეს, რომელზეც პარტია აქტიურად მუშაობს. საუბარი შეეხო პარტიის სამომავლო გეგმებს და სტრატეგიას.