ირაკლი ღარიბაშვილი თამაზ ავდალიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ირაკლი ღარიბაშვილი თამაზ ავდალიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრის, თამაზ ავდალიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი მეგობრისა და თანამებრძოლის თამაზ ავდალიანის გარდაცვალების გამო. იგი იყო ნამდვილი პატრიოტი, საქართველოსთვის გულანთებული კაცი. პარტია ,,ქართული ოცნების" დაარსების დღიდან ერთად ვიბრძოდით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

სიკეთით, წესიერებითა და თავმდაბლობით იყო გამორჩეული თამაზ ავდალიანი. იგი ერთგულად ემსახუროდა ქვეყანას და ვალმოხდილი წავიდა ჩვენგან.

ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ თამაზ ავდალიანის ოჯახს, მის ახლობლებსა და კოლეგებს", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ ავდალიანი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.