მანანა კობახიძე პავლე კუბლაშვილს: გურამ შარაძე მე მოვკალი?

მანანა კობახიძე პავლე კუბლაშვილს: გურამ შარაძე მე მოვკალი?

გადაცემა „რეაქციაში" უმრავლესბის წევრი მანანა  კობახიძე და პავლე კუბლაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კუბლაშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული ფილმის,  „9+1" - ის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ფილმებს დგამს.

მის განცხადებას მანანა კობახიძის მძაფრი რეაქცია მოჰყვა და უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ მკვლელობებზე და ფილმებზე საუბარი სირცხვილია.

„ფილმების რეჟისორები თქვენ ხართ ბატონო პალიკო. თქვენ, სააკაშვილი, ნიკა გვარამია. თქვენ დგამდით იმ ფილმებს. ნოემბრიდან-ნოემბრამდე და ა.შ. ბიძინას ფილმებმა რატომ შეგაშინათ? მკვლელობები თქვენს დროს არ იყო? გურამ შარაძე მე მოვკალი? თქვენ დროს არ იყო შეკვეთილი მკვლელობები და ყველაფერი დალაგებული იყო?"- მიმართა კობახიძემ კუბლაშვილს.