დონეცკში 7 მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს

დონეცკში 7 მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონეცკში, ჰუმანიტარული ტვირთის გაცემის პუნქტთან დღეს, 5 ადამიანი მოკლეს.

გარდა ამისა, როგორც უკრაინული მედია "ბოევიკების" საიტზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, დაცხრილულია ტროლეიბუსი, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, მძღოლი და მასში მყოფი რამდენიმე მგზავრი კი დაშავდა.

უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამგვარად, ტერორისტული დაჯგუფებების წარმომადგენლები ცდილობენ მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩაშლას, რომელიც დაგეგმილია სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფორმატში.