პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძემ Human Rights Watch-ის ანგარიში შეაფასა. მისი თქმით, Human Rights Watch-ის პოზიცია და შენიშვნები საყურადღებო და საინტერესოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოზიციას შეიცვლის, ვიღაცის დადებული დასკვნიდან გამომდინაარე.
„Human Rights Watch-ის პოზიციები ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა, თუმცა, არ მიმაჩნია, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, თუ რა ხდება ჩემს სამშობლოში, ვიდრე - მე. ორგანიზაციის პოზიცია საყურადღებოდ მიმაჩნია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ჩემს პოზიციას შევიცვლი იმის გამო, რომ ვიღაც რაღაც დასკვნას დებს. ორგანიზაცია ავტორიტეტულია, მისი დასკვნები საყურადღებოა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ თანმიმდევრულად მივდივართ იმ გზით, რა გზითაც სახელმწიფომ უნდა იაროს. პროცესი მთლიანობაში დადებითია, ამის პარალელურად არსებობს კითხვის ნიშნები, მაგრამ ის, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზების კუთხით ვითარება გაუმჯობესებულია, ეს დავის საგანი არ არის. ის, რომ პოლიტიკური დევნა არ ხორციელდება, ესეც სადავო არ არის. შენიშვნები საყურადღებო უნდა იყოს, რათა თვითკმაყოფილებაში არ ჩავვარდეთ", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.