„მონეტარული პოლიტიკა ძალიან მკაცრად უნდა განისაზღვროს იმ მიმართულებით, რომ ფასების ზრდა შეჩერდეს", - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე. მისი თქმით, ამ პროცესს ადეკვატური რეაგირება და ზომების მიღება სჭირდება.
„ჩვენს მოქალაქეებზე, მათ ჯიბეებზე ფასების ზრდა პირდაპირ აისახება, განსაკუთრებით მათზე, ვისაც კრედიტი დოლარში აქვს აღებული. რაც შეეხება თავად ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებს და საბიუჯეტო ზრდის მაჩვენებლებს, ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტრომ და მთავრობამ გამოწვევებს, რაც ამ წუთას ქვეყანაში დგას, შესაბამისად უნდა უპასუხონ. ეკონომიკური გამოწვევები მხოლოდ შიდა ფაქტორებით გამოწვეული არა არის, ამ ყველაფერზე მნიშვნელოვან გავლენას საგარეო ფაქტორები ახდენს. ამ ყველაფერს ადეკვატური რეაგირება და ზომების მიღება სჭირდება. ველოდები და ვფიქრობ, რომ ფინანსთა სამინისტრო გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.