„ის, რომ რუსეთის მხრიდან ნებისმიერ დროს შეიძლება დაწესდეს ემბარგო, ეს ახალი ფენომენი არ არის", - ეს განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების კომინტირებისას გააკეთა:
„ნებისმიერ დროს, რუსეთმა თუ მოინდომა, ამას მაინც გააკეთებს. მით უმეტეს, დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე. ჯერჯერობით ეს არ ხდება და ალბათ, იმ მხარის ინტერესშია, რომ ეს სავაჭრო დიალოგი გრძელდებოდეს", - აღნიშნა კერესელიძემ.