უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ვიცე-პრემიერებმა გიორგი კვირიკაშვილმა და კახა კალაძემ უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრაზე შესაბამის შეთანხმებას მიაღწიეს.
"უკრაინის ხელისუფლება და ხალხი დღეს რთულ ვითარებაშია და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება არსებული სიტუაციის დალაგება. მივესალმები იმას, რომ ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ 2015 წლის ივნისში, ბათუმში ორმხრივი შეხვედრა გაიმართება, სადაც კონკრეტულ დეტალებზე იქნება საუბარი",- განაცხადა კალაძემ.