ყველაფერს გააკეთებთ, რათა გაგრძელდეს კონსტრუქციული დიალოგი ჟენევაში

ყველაფერს გააკეთებთ, რათა გაგრძელდეს კონსტრუქციული დიალოგი ჟენევაში

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და  სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის შეხვედრაზე.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსია უმნიშვნელოვანესი ადგილია რუსეთთან მოსალაპარაკებლად უსაფრთხოების თემებსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს სურს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით  მოგვარება და ყველაფერს გააკეთებს, რათა გაგრძელდეს კონსტრუქციული დიალოგი ჟენევაში.

საუბარი შეეხო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკასთან მოკავშირეობის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას და ითქვა, რომ რუსეთი ასევე გეგმავს ახალი ხელშეკრულების ხელმოწერას სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად  და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეაფასა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

ჰერბერტ ზალბერი 2014 წლის ივლისიდან არის სამხრეთ კავკასიის რეგიონში და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი. მას მაღალი თანამდებობები ეკავა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მუშაობდა ეუთო-ში, სადაც იყო გერმანიის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილე.