ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარ აფეთქებებს 12 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. "ევრონიუსის" ცნობით, ინციდენტი ელ-ბაბ ეშ-შარკის რაიონში ბაზართან ახლოს ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა გააქტიურა. აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობა იყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
თავდასხმები ბაღდადში გუშინაც განხორციელდა. ხუთ სხვადასხვა ადგილას მომხდარ აფეთქებას 21 ადამიანი შეეწირა.